თოჯინების თეატრის შენობა ადაპტირებული გახდა

15 დეკ 2021

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის  დასრულდა. სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სრულად ადაპტირდა შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მიმდინარებს  თეატრის დარბაზში სავარძლების შეცვლა. ჯამში პროექტის ღირებულებამ 150 ათასი ლარი შეადგინა.