14 დეკ 2021
სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. პირველი სემესტრის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება.
2021-2022 წლების სასწავლო ცხრილის მიხედვით, დასვენების დღეები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ვინაიდან 15 და 16 იანვარი შაბათი და კვირაა, სკოლებში სწავლა ორშაბათს, 17 იანვარს განახლდება.
კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.