დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსანი რევაზ დავითაძე გამოვა

13 დეკ 2021

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას დღეს განაგრძობს.

მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ.წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი რევაზ დავითაძე იასპარეზებს. პირდაპირი რეპორტაჟი თბილისის დროით 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება.

2 დღის ჯამში გიორგი ასანიძის გუნდის ანგარიშზე შოთა მიშველიძის 3 ვერცხლის მედალია.

ქართველი ძალოსნები გამოსვლის განრიგი:

14 დეკემბერი 07:30 სთ.

  • 96 კგ. ირაკლი გობეჯიშვილი.

14 დეკემბერი 12:00 სთ.

  • 96 კგ. ანტონ პლესნოი.

15 დეკემბერი 12:00 სთ.

  • 102 კგ. ზაზა ლომთაძე;
  • 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე.

17 დეკემბერი 09:00 სთ.

  • +109 კგ. ბაქარ თურმანიძე.

17 დეკემბერი 15:00 სთ.

  • +109 კგ. ლაშა ტალახაძე.