აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

13 დეკ 2021

აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 174 პაციენტი, გარდაიცვალა 6.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 523 პაციენტი, მძიმეა 124 - ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 37.

რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული 261 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.