დრამა ქუთაისში - "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში დარჩა

12 დეკ 2021

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში დარჩა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" საპასუხო მატჩში მარტვილის "მერანი" მიიღო და დამატებით დროში  დაამარცხა.

შეხვედრის წინ "ტორპედოს" პირველი მატჩი გასვლაზე 2-0 ჰქონდა წაგებული, ამიტომ რთული მისიის შესრულება უწევდათ.

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა. 

მეორე ტაიმში 64-ე წუთზე მათე ცინცაძემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და იმერლებს შანსი მიეცათ.

87-ე წუთზე ალეკ მუდიმუმ ანგარიში ორამდე გაზარდა და ძირითადი დრო 2-0 დასრულდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩში დამატებითი დროს დანიშვნა გახდა საჭირო.

102 წუთზე ახვლედიანმა მესამე გოლი გაიტანა და რიონისპირელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც "გაგრამ" ქობულეთის "შუქურას" 1-0  მოუგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.