საოკუპაციო ზონაში კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

12 დეკ 2021

ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსებმა 40-წლის კაცი, ბათუმელი მამუკა ჩხიკვაძე ორი დღის წინ გაიტაცეს და უკანონოდ დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუსმა დღეს გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი გორში მამის  საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ოჯახის წევრები მის სახლში დროულ დაბრუნებას ითხოვენ.