ბათუმის სარაგბო კლუბმა "ყაზბეგი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

12 დეკ 2021

ბათუმის სარაგბო კლუბმა დიდი 10-ში მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა.

ბათუმელები გასვლაზე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 11-74 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველი ნახევარი 11-24 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში კი 50 უპასუხო ქულა მიითვალეს და საერთო ჯამში 12 ლელოს დადება მოახერხეს.

რაგბი დიდი 10-ის პირველი წრე დასრულდა.

9 ტურის შემდეგ გათამაშებას 38 ქულით ბათუმის სარაგბო კლუბი ლიდერობს. 

მეორე ადგილს 32 ქულით რუსთავის "ხარები" იმყოფებიან.

შემდეგ შეხვედრას "ბათუმი"  შინ 18 დეკემბერს ქუთაისის "არესთან" გამართავს.