ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს

12 დეკ 2021

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს. არჩევნები წელს პირველად სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციით, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს - ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. კენჭისყრაში სულ 1 339 ადვოკატი მონაწილეობდა, აქედან 1194 ხმა სწორედ  დავით ასათიანმა მიიღო. ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს.