რა ინფორმაცია მიაწოდა ჯო ბაიდენმა ზელენსკის?

11 დეკ 2021

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ რუსეთმა პირობა დადო, უკრაინის ირგვლივ ესკალაციას აღარ გააგრძელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მასსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა.