დღეს “შავ ლომს” რუსულ “ენისეისთან” პრინციპული მატჩი ელოდება

11 დეკ 2021

რაგბში პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურში 11 დღეს "ენისეის’’ უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე კლუბისთვის მნიშვნელოვანია.

ამ დროისთვის ორივე გუნდს 3 ჩატარებული მატჩის შემდეგ 11-11 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

შეხვედრა 11 დეკემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "შავ ლომის" ორი შეხვედრა გადაიდო.