10 დეკ 2021
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წეროვანის და ვერხვების დევნილთა დასახლებებში მცხოვრებლებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე.