შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის წევრებთან

10 დეკ 2021

პოლიტიკური ვითარება, მართლმსაჯულება და საარჩევნო რეფორმა - ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტარებთან საუბრობენ. 

ამ დროისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში იმყოფებიან.

უკვე დასრულდა შეხვედრა ფრაქცია "ლელოს" წარმომადგენლებთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" . დეპუტატების განცხადებით, მთავარი საკითხები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას  და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა.