მინდა, ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო, რომ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა - მიხეილ სააკაშვილი

09 დეკ 2021

"მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა.

კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!", - წერს სააკაშვილი.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.