09 დეკ 2021
სოფლების ხიჭაურისა და ჭვანის მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები მოისმინეს შუახევში გამართულ შეხვედრაზე მერმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ პრობლემებზე დროული რეაგირებაა. მათი ინფორმაციით, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და გაზიფიცირების პროცესის დაჩქარებას ითხოვენ, ასევე მედიკამენტების ფასების რეგულირება სურთ.
ვიდეო-მასალა და ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვაწოდეს.