ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

06 დეკ 2021

"წადით, თქვენით"- ამ ბანერებით, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ. მათივე განმარტებით, ზუგდიდის ახალარჩეულ მერს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.