მემორანდუმი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

05 დეკ 2021

არასამთავრობო ორგანიზაციებმა -  ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონულ ორგანიზაციასთან  მემორანდუმი გააფორმეს, თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც თავად ამბობენ მიზნად ისახავს  მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისთვის გაერთიანებული ძალებით  ბრძოლას.

მათი წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით   ბანერები გაშალეს.