რელიგიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში

11 დეკ 2016

''მუსლიმ თემში ფიქრობენ,  რომ ისინი მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები არიან”-ეს განცხადება ,,ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა გააკეთა. ამიტომ ტარიელ ნაკაიძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს.  რელიგიურ თავისუფლებაზე ქვეყანაში, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს დღეს სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნა. ირკვევა, რომ ბოლო 4 წელია ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია.  მაგალითად კი კვლევის ავტორებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდარი დისკრიმინაციული ფაქტი დაასახელეს, ჩამონათვალშია ქობულეთიც. არასამთავრობო ორგანიზაციები  რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო პოლიტიკაზე საუბრობენ.