04 დეკ 2021
ბათუმში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება 14-წლამდელთა შორის.
ტურნირში ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდის გარდა, თბილისის გოა, ჰიუნდაი და ბასკეტი მონაწილეობდნენ. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა. ფედერაციის თასის მფლობელი თბილისის ბასკეტი გახდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი ბათუმის გუნდმა გოა 79:64 დაამარცხა.