იტალიის არმიის ცენტრის ვიზიტი

04 დეკ 2021

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.