03 დეკ 2021
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირება გაიარეს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.