„ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“- შშმ პირთა მსვლელობა

03 დეკ 2021

‘’ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’’,  ‘’დაიცავით ჩემი უფლებები’’ ‘’ჟესტური ენა სასკოლო პროგრამებში’’ - ამ და სხვა ტრანსფარანტებით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ბათუმში  მსვლელობა გამართეს. მათი თქმით, ქალაქი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ არის  და აუცილებელია, რომ მათთვის საჭირო სერვისებზე  ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.