სასამართლომ Covid-გადატანილებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე PHR-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

02 დეკ 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი, რომელიც კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის  უვადო "მწვანე პასპორტის" მინიჭებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდა.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 

PHR საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს.