აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

30 ნოე 2021

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ. რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30 ნოემბერს გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.