ბათუმის ''დინამოს'' ჩემპიონობას გულშემატკივრები გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ

29 ნოე 2021

‘’დინამო’’ ბათუმის ჩემპიონობას გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ გულშემატკივრები. ბათუმის ქუჩებში მოეწყო ავტო-მსვლელობა და სხვადასხვა სახის პერფორმანსი.

ასობით ქომაგი შეიკრიბა ერას მოედანზე, ისინი   ჩემპიონ გუნდს უმღეროდნენ და დაწყებული ზეიმის გაგრძელებაც დაანონსეს.

ბათუმის დინამოს  პრეზიდენტის განცხადებით, გუნდი ჩემპიონობას 4 დეკემბერს ბათუმის ახალ არენაზე იზეიმებს.