უფასო სასადილოებში დეკემბრის სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო

29 ნოე 2021

ბათუმში მუნიციპალურმა სასადილოებმა სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო.

სასადილოების ბენეფიციარებს კუთვნილი პროდუქტის მიღება 4 დეკემბრამდე  შეუძლიათ.  

დეკემბრის ბოლოსთვის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი დაურიგდებათ, ხოლო იანვრიდან უფასო სასადილოები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ .