დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს გასვლაზე დაუპირისპირდება

29 ნოე 2021

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს.

ქართველი კალათბურთელები გასვლაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს 2-2 ქულით სწორედ საქართველო და ესპანეთი ლიდერობს.

მატჩი ესპანეთსა და საქართველოს შორის დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.