ვაქცინაცია აჭარაში

28 ნოე 2021

კორონავირუსის მაღალი სტატისტიკის ფონზე გრძელდება ვაქცინაციის პროცესი აჭარაში.ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება.

დღეს, ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში   ჩატარდა. პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან.

დღეისათვის აჭარაში ჩატარებულია 235 107 დოზა ვაქცინა, აცრილია სამიზნე კონტიგენტის 66.8%. ვაქცინა ჩატარებული აქვს 12-დან - 15 წლამდე 73 მოზარდს, ხოლო 16-დან - 17 წლამდე 2 052 მოზარდს.

სინქ