სამაშველო ოპერაცია ტყიბულში

27 ნოე 2021

მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

რაც შეეხება მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მეორე პირს, მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.