ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე

27 ნოე 2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში ხელმეორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გამოკითხეს. ოპოზიციის წევრების თქმით სიმართლე არ დადგინდება სანამ გამოძიებას თავად მთავარი ბრალდებულები ატარებენ. ენმ-ს წევრი ითხოვს დატოვონ თანამდებობები თორნიკე და დავით რიჟვაძეებმა.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა.  ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.  აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული  არ არის.