ბათუმის ბიუჯეტი დამტკიცებულია

26 ნოე 2021

ხმაურის, დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე 15 ხმით ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია.

საკრებულოების პირველი სხდომა უკვე დანიშნა ცესკომ - 3 დეკემბერს. გადაწყვეტილება ძველი მოწვევის საკრებულომ მიიღო უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე - რასაც კანონდარღვევად აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები, მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ ჰქონდათ.

დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.