კორონავირუსის გამო, აჭარაში დროებით 3 სკოლა დაიხურა, დისტანციურ სწავლებაზეა 93 კლასი

26 ნოე 2021

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 3 სკოლა.

·         ხელვაჩაური -2

·         ხულო-1

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა  ცალკეული სკოლის 93 კლასი.

·         ბათუმი- 79

·         ქობულეთი-7

·         ხელვაჩაური- 4

·         ხულო-2

·         ქედა -1

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 %, ხოლო მოსწავლეების – 1,1%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.

მათივე ცნობით, რეგიონის საჯარო და კერძო სკოლები Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისევ, მოქმედებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის  რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.