აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიტუაცია დაიძაბა, პოლიციას ახალარჩეული დეპუტატები ტერიტორიიდან გაჰყავს

26 ნოე 2021

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

პოლიციას ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები და აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 5 პირი დააკავა.

მოქალაქეები ცდილობენ სამართალდამცველების ავტომობილებს გზა გადაუკეტონ და დაკავებულების ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცენ.

სამართალდამცველები ტერიტორიიდან მათ გაყვანას ცდილობენ.