დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

26 ნოე 2021

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.