ორი ქართველი ძიუდოისტი წლის საუკეთესო ნომინანტის ტიტულისთვის იბრძოლებს

25 ნოე 2021

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონი შემაჯამებელ გამოკითხვას ატარებს, რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულები სულ ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან და ორში ქართველი ძიუდოისტები არიან წარდგენილნი.

ლაშა შავდათუაშვილი – „წლის საუკეთესო ძიუდოისტის“ ტიტულისთვის ბრძოლობს , ხოლო ილია სულამანიძე – „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში იღებს მონაწილეობას.

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ლინკზე – https://awards.ijf.org/.