ჩვენზე ზეწოლა არ ყოფილა, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას - ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრი

24 ნოე 2021

ბა­თუმ­ში ახა­ლი მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის გარ­დაც­ვლი­ლი ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის რძა­ლი გუ­რან­და ბე­რი­ძე აცხა­დებს, რომ მის ოჯახ­ზე ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მისივე თქმით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის მი­მართ, სა­ვა­რა­უ­დო, ზე­წო­ლა­სა და შან­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს.

"მე არ ვიცი რა თქვეს, არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა ჩვენ­ზე არ ყო­ფი­ლა, ახლა არ მინ­და ვი­სა­უბ­რო ტე­ლე­ვი­ზი­ით, მაგ­რამ ოჯა­ხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას", - ამ­ბობს გუ­რან­და ბე­რი­ძე.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუ­მის ახა­ლი მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მა­მის, და­ვით რიჟ­ვა­ძის და­ვა­ლე­ბით, მოს­ყიდ­ვის სა­ნაც­ვლოდ 100 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ.

ცოტა ხნის წინ, ბრალდებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა, მისივე თქმით, თუ მისი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ის ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.