მმართველი გუნდი სტრასბურგში

24 ნოე 2021

სტრასბურგში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა შეხვედრა ევრო პარლამენტარებთან გამართეს.

როგორც აცხადებენ, მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, პოლარიზაცია და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესები იყო. მათი თქმით, ისაუბრეს ევროინტეგრაციაზეც.