დიდი 10 - ბათუმელი მორაგბეების გამარჯვება

09 დეკ 2016

ბათუმის ,,ბათუმმა“ ქუთაისის ,,ბაგრატი“ რაგბში ანგარიშით 67 – 0  დაამარცხა. პირველი ლელო პირველივე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. ,,დიდი 10 ის“  უმაღლესი ლიგის ისტორიაში  გუნდმა ასეთი შედეგი პირველად აჩვენა. ამ შეხვედრით ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. მეორე წრეს კი თებერვლიდან განაახლებენ.