ახალი საცხოვრებელი ქედაში

22 ნოე 2021

ქედის მერია „ძველი სახლის ახლით შეცვლის“  პროგრამის ფარგლებში ოთხ საცხოვრებელს აშენებს.

მერიაში საცხოვრებლის მოთხოვნით 30-მდე განცხადება იყო შესული, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

პროგრამის ძირითადი კრიტერიუმი სიძველით დაზიანებული სახლი და ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა.

სამუშაოები დეკემბრის 15 რიცხვისთვის უნდა დასრულდეს. პროგრამის ბიუჯეტი 150 760 ლარია.