ხულოში ავარიის დროს დაშავებული მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება

21 ნოე 2021

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხულოდან გადმოყვანილი  დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

როგორც კლინიკაში ჩვენთან საუბარში განმარტავენ მოზარდი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში , მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა , აღენიშნება ქალა ტვინის დაზიანება და შიდა ორგანოების დაზიანება. ცნობისთვის, ხულოში,  ავტოსაგზაო შემთხვევა  გუშინწინ მოხდა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა.