ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

21 ნოე 2021

კვებითი რეაბილიტაცია დაწყებულია ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში დარჩება კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, მან შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა.