ირმა ხეცურიანის მორიგი ოქრო

20 ნოე 2021

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, _ ასეთია  მსოფლიო თასზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა მონაგარი რომელსაც პიზამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ A კატეგორიის ნახევარფინალში ხმლით ფარიკაობაში ერთმანეთს გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი შეხვდნენ.

გვანცა ფინალში გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ბრინჯაო კი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. B კატეგორიაში კი ხმლით ასპარეზობაში, მსოფლიო თასი და ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.