"ბორჯღალოსნები" დღეს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება

20 ნოე 2021

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეორე ტესტ-მატჩს გამართავს.

საქართველო ნეიტრალურ მოედანზე მადრიდში ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების ძირითადად შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. სასტარტო  შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი ითამაშებს.

შეხვედრა თბილისის დროით 18:30-საათზე დაიწყება და რეპორტაჟს  რაგბი TV გადმოსცემს.