სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

19 ნოე 2021

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გლდანიდან, მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ორმა რეანომობილმა ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, საპატრული ეკიპაჟის თანხლებით დატოვა.

გორის ჰოსპიტალში უკვე მზად არის პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ.