თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც 

19 ნოე 2021

თურქეთში, ქალაქ ერზრუმში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,1 ბალი შეადგინა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. 

ჯერ-ჯერობით დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მიწისძვრის ეპიცენტრში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 

რყევები იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმში.