პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

19 ნოე 2021

დღეს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ძირითადად აქცენტები ევროინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, არაღიარების პოლიტიკას და ნატო-ში ინტეგრაციაზე გაკეთდება.

სესიას ოპოზიციის დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის მუშაობას კრიტიკულად აფასებენ.

მინისტრის მოსმენას  საკანონმდებლო ორგანოსთან “სირცხვილიას” წევრები  გააპროტესტებენ.