პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

08 დეკ 2016

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა. კლუბის წევრებმა და  გიორგი მარგველაშვილმა  ქართულ დელეგაციასთან ერთად,  ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობებს და  ოკუპაციის თემას. შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროს,  მათ შორის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.