უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია

17 ნოე 2021

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა.