შეხვედრა ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებთან

17 ნოე 2021

შეხვედრა ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებთან. კონტაქტურ კარატეში აჭარის ნაკრების წევრებს განათლების სამინისტროში შეხვდნენ.

რუმინეთის ქალაქ ორადიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა 5-ოქროს; 4- ვერცხლის და 1-ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ამ შედეგით კონტაქტურ კარატეს ისტორიაში პირველად გუნდური პირველობაც დაიმსახურეს.