შიმშილობის მეორე დღე ბათუმში

17 ნოე 2021

პროტესტის ამავე ფორმას შესაძლოა ბათუმში კიდევ რამდენიმე მოქალაქე შეუერთდეს - ამბობენ მოძრაობა – „შენთან ერთად“ წევრები.

თავად  კახა მიქელაძემ და ალეკო ბერიძემ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში  შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

ითხოვენ იყოს ადეკვატურად უზრუნველყოფილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაიყვანონ იგი სამოქალაქო  კლინიკაში.