რეინჯერის კურსი სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის

17 ნოე 2021

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს.

რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს.  

დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა.